LTG Holding-ის მმართველი გუნდის და ებრაელი ინვესტორების შეხვედრა

LTG Holding-ის ოფისს საქმიანი ვიზიტით ეწვივნენ ბიზნესმენი ნატალია კვანტალიანი, ისრაელის სადაზღვევო სააგენტო  „AVI MILER”-ის მფლობელი ავრაამ მირილაშვილი, “General Electric”-ის ტექნიკური მომსახურების მენეჯერი  რონენ ფურმანი და  “G-Wizz Energy Resources”-ის ტექნიკური დირექტორი ელი შოშანი.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოში ენერგეტიკის სფეროში არსებული საინვესტიციო გარემოებები და პერსპექტივები.

მხარეებმა მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება ენერგეტიკის და მშენებლობის სფეროში გახდნენ პარტნიორები, LTG Holding-ის მმართველი გუნდის ხელმძღანელობით და ებრაელი პარტნიორების დაფინსანსებით საქართველოში განხორციელდეს 130 მგვტ. დადგმული სიმძლავრის კომბინირებული ციკლის გაზზე მომუშავე თბო ელექტროსადგურის პროექტის შესწავლა-დამუშავება.

პარტნიორებმა, სამუშაო ფორმატის ფარგლებში შეიმუშავეს პროექტის განხორციელების სამოქმედო გეგმა და განსაზღვრეს ურთიერთ შორის უფლება-მოვალეობები.

გარდა თბო ელექტროსადგურის პროექტისა, შეხვედრებზე განიხილეს განახლებადი ენერგიების პროექტების განხორციელების პერსპექტივები და განსაზღვრეს რამოდენიმე პოტენციური ლოკაცია, სადაც დაიწყება წინასწარი შესწავლები და გამოიკვეთება ყველაზე ხელსაყრელი პროექტები შემდგომში ერთობლივად განხორციელების მიზნით.

საერთაშორისო პარტნიორობის აქტიური ფაზა 2025 წლის მაისიდან დაიწყო.

სხვა სიახლეები

ინფრასტრუქტურული პროექტები, საინვესტიციო პროექტები

აგვისტო 24, 2025

ენერგეტიკული პროექტები, ინოვაციური პროექტები, ინფრასტრუქტურული პროექტები, საინვესტიციო პროექტები

აგვისტო 18, 2025