LTG Holding-ის ოფისს საქართველოში ესტუმრა საერთაშორისო კომპანია Global Millennium Development GmbH Inc. – ის მმართველი გუნდი, უმბერტო სპერანზას ხელმძღვანელობით.
Global Millennium Development GmbH Inc. წარმოადგენს ერთ-ერთ გლობალურ კომპანიას, რომლის ძირითადი საქმიანობა არის მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელება, როგორც სამოქალაქო მშენებლობის კუთხით, ასევე ინდუსტრიული და ენერგეტიკის მიმართულებით.
შეხვედრის დროს, ჰოლდინგის პრეზიდენტმა, სერგო რუხაძემ სტუმრებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია ჰოლდინგის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ.
სტუმრების განსაკუთრებული ყურადღება ენერგეტიკის სექტორმა მიიპყრო, სადაც ჰოლდინგი უკვე ახორციელებს განახლებადი ენერგიების პროექტების ათვისებას.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათი პარტნიორობა გაგრძელდება, როგორც ქარის, მზის და ჰიდრო ელექტროსადგურების პროექტების განვითარებით, ასევე სამოქალაქო მშენებლობისა და დეველოპმენტის მიმართულებით.
შეხვედრების შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ, თბილისში ერთობლივი რეგიონალური ოფისის დაფუძნების შესახებ.
მხარეებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმადაც პარტნიორობის აქტიური ფაზა 2025 წლის ივნისის თვიდან დაიწყება.