LTG Holding-ის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა სპორტული სტადიონებისა და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, პროექტირება, მშენებლობა და განვითარება.
აღნიშნული მიმართულება მოიცავს:
- საფეხბურთო, სარაგბო, მძლეოსნობისა და მრავალფუნქციური სტადიონების კონცეფციისა და გენერალური გეგმის შემუშავებას;
- სათამაშო მოედნების, სპორტული საფარების, სარბენი ბილიკებისა და სავარჯიშო ზონების მოწყობას;
- ტრიბუნების, გასახდელების, ადმინისტრაციული, ტექნიკური, მედიისა და სტუმართა სივრცეების დაგეგმვასა და მოწყობას;
- განათების, გახმოვანების, საინჟინრო კომუნიკაციების, უსაფრთხოების, ვიდეომეთვალყურეობისა და დაშვების კონტროლის სისტემების ინტეგრირებას;
- მისასვლელი გზების, პარკინგის, საფეხმავლო ზონებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს მოწყობას;
- არსებული სპორტული ობიექტების რეკონსტრუქციასა და მოდერნიზაციას.
LTG Holding პროექტებს ახორციელებს ერთიანი მიდგომით – კონცეფციისა და დაგეგმარების ეტაპიდან მშენებლობასა და ინფრასტრუქტურის სრულ მოწყობამდე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უსაფრთხოებას, ფუნქციურობას, გამძლეობას, ენერგოეფექტურობასა და სპორტსმენებისა და მაყურებლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას.