LTG Holding-ის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა თანამედროვე, უსაფრთხო და ადამიანზე ორიენტირებული რეკრეაციული სივრცეების დაგეგმვა, პროექტირება, მოწყობა და განვითარება.
აღნიშნული მიმართულება მოიცავს:
- პარკების, სკვერების, ბულვარების, გამწვანებული ზონებისა და საზოგადოებრივი დასასვენებელი სივრცეების დაგეგმვას;
- ტერიტორიის ლანდშაფტურ მოწყობას, გამწვანებას, ხეების დარგვასა და სარწყავი სისტემების ორგანიზებას;
- საფეხმავლო და ველობილიკების, დასასვენებელი ზონებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მოწყობას;
- საბავშვო მოედნების, ღია სპორტული და სავარჯიშო სივრცეების განვითარებას;
- გარე განათების, მცირე არქიტექტურული ფორმების, ქუჩის ავეჯის, საინფორმაციო ნიშნებისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას;
- უსაფრთხო და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული გადაადგილების მარშრუტების შექმნას;
- არსებული პარკების, სკვერებისა და საზოგადოებრივი სივრცეების რეაბილიტაციასა და მოდერნიზაციას.
LTG Holding ქმნის გარემოს, რომელიც აერთიანებს ბუნებრივ ლანდშაფტს, თანამედროვე ურბანულ ინფრასტრუქტურასა და საზოგადოების საჭიროებებს. პროექტირებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გარემოს დაცვას, უსაფრთხოებას, ხელმისაწვდომობასა და ისეთი სივრცეების შექმნას, რომლებიც ხელს უწყობს დასვენებას, აქტიურ ცხოვრებასა და საზოგადოებრივ ურთიერთობას.