ბელარუსის წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელები თბილისში, ახალი საერთაშორისო პარტნიორობა ელექტროტექნიკურ სფეროში

თბილისში, LTG Holding-ის სათაო ოფისს, სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ ბელარუსის ორი წამყვანი კომპანიის – მინსკის, ვ.ი. კოზლოვის სახელობის ელექტროტექნიკური ქარხნის (metz.by) გენერალური დირექტორი ალექსანდრე რადევიჩი და Sonet Group-ის (sonet.by)  მფლობელი ვიქტორ ვასილევსკი თავიანთ ტექნიკურ პერსონალთან ერთად.

ვიზიტი ოთხ დღეს გაგრძელდა, რომლის მთავარი მიზანი საქართველოში ერთობლივი საწარმოს დაფუძნებისა და თანამშრომლობის გაღრმავება იყო.

მინსკის, ვ.ი. კოზლოვის სახელობის ელექტროტექნიკური ქარხანა აღმოსავლეთ ევროპის და პოსტსაბჭოური ქვეყნების მასშტაბით ერთ-ერთი ლიდერია, ძალოვანი ტრანსფორმატორებისა და კომპლექსური გამანაწილებელი პუნქტების წარმოების დარგში.

Sonet Group სპეციალიზდება სწრაფი გადახდის აპარატების წარმოებასა და ტექნიკურ მომსახურებაში, მნიშვნელოვანი პოზიციები უკავია როგორც პოსტსაბჭოურ ქვეყნებში, ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეები შეთანხმდნენ საქართველოში ერთობლივი მრავალპროფილური საწარმოს დაფუძნებაზე.

წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია გათვლილი იქნება როგორც ადგილობრივ, ისე აფრიკის ქვეყნების ბაზრებზე.

თანამშრომლობის პირველი ეტაპი ოფიციალურად 2025 წლის მაისიდან დაიწყო და მხარეები აქტიურ სამოქმედო ფაზაში გადავიდნენ.

სხვა სიახლეები

ინფრასტრუქტურული პროექტები, საინვესტიციო პროექტები

აგვისტო 24, 2025

ენერგეტიკული პროექტები, ინოვაციური პროექტები, ინფრასტრუქტურული პროექტები, საინვესტიციო პროექტები

აგვისტო 18, 2025