უზბეკეთის ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლები სტუმრად LTG Holding – თან

LTG Holding-ის ხელმძღვანელების მოწვევით, საქმიანი ვიზიტით, უზბეკეთის ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საქართველოში.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს უზბეკეთში, ენერგეტიკის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის დანერგვის შესაძლებლობები, კერძოდ:

  • გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებისათვის უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა, მათ შორის ჭკვიანი მრიცხველები და შესაბამისი მომსახურებები;
  • ენერგეტიკული ობიექტებისა და გენერაციის სისტემების თანამედროვე დანადგარებითა და ტექნოლოგიური სერვისებით აღჭურვა.

შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ უზბეკეთში ერთობლივი რეგიონული ოფისის და სასწავლო/კვლევითი ცენტრის დაფუძნების შესახებ.

გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც  პარტნიორობის აქტიური ფაზა 2025 წლის მაისის თვიდან დაიწყება.

სხვა სიახლეები

ინფრასტრუქტურული პროექტები, საინვესტიციო პროექტები

აგვისტო 24, 2025

ენერგეტიკული პროექტები, ინოვაციური პროექტები, ინფრასტრუქტურული პროექტები, საინვესტიციო პროექტები

აგვისტო 18, 2025