უზბეკეთის ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლები სტუმრად LTG Holding – თან

2025 წლის აპრილის თვეში LTG Holding-ის ხელმძღვანელების მოწვევით, საქმიანი ვიზიტით, უზბეკეთის ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საქართველოში.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს უზბეკეთში, ენერგეტიკის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის დანერგვის შესაძლებლობები, კერძოდ:

  • გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებისათვის უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა, მათ შორის ჭკვიანი მრიცხველები და შესაბამისი მომსახურებები;
  • ენერგეტიკული ობიექტებისა და გენერაციის სისტემების თანამედროვე დანადგარებითა და ტექნოლოგიური სერვისებით აღჭურვა.

შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ უზბეკეთში ერთობლივი რეგიონული ოფისის და სასწავლო/კვლევითი ცენტრის დაფუძნების შესახებ.

გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც  პარტნიორობის აქტიური ფაზა 2025 წლის მაისის თვიდან დაიწყება.