LTG Holding-ის ინჟინერ-ენერგეტიკოსების ჯგუფი, რომელიც მოიცავს ქართველ და თურქ სპეციალისტებს, სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა ცენტრალური აფრიკის ქვეყნებში, სადაც ადგილობრივ ენერგეტიკულ კომპანიებთან გამართავენ შეხვედრებს, რათა განიხილონ თანამშრომლობის შესაძლებლობები და ხელი შეუწყონ ცენტრალური აფრიკის რეგიონში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას.
ვიზიტის ფარგლებში, LTG Holding-ის გუნდი ადგილობრივ პარტნიორებს შესთავაზებს 6/10/35 კვ-ის გამანაწილებელ მოწყობილობებს, ძალოვან ტრანსფორმატორებს და შესაბამის საკაბელო ელექტრო გადამცემ ხაზებს, ამასთანავე ჭკვიან მრიცხველებს პროგრამული უზრუნველყოფითა და სისტემური გადაწყვეტებით, რაც უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს რეგიონის ენერგომომარაგების სისტემების მოდერნიზაციაში და მათ გამართულ ფუნქციონირებაში.
LTG Holding-ის გუნდის ვიზიტი ცენტრალურ აფრიკაში კიდევ ერთი ნაბიჯია კომპანიის გლობალური ენერგეტიკული პროექტების განხორციელების გზაზე. მისი მიზანია რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცება, განახლებადი ენერგიის პროექტების მხარდაჭერა და საერთაშორისო ტექნოლოგიური პარტნიორობის გაფართოება.