ოთხ დღიანი ვიზიტით LTG Holding-ის ჰონგ-კონგისა და ჟენჟოუს ოფისების ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ სტუმრად ჩინური ლიდერი ინდუსტრიული ჯგუფის Weichai-ის (Weichai – Weifang City, Shandong Province) სათაო ოფისში დამფუძნებელ და ხელმძღვანელ პირებთან, სადაც მასპინძლებს გააცნეს თავიანთი სამომავლო გეგმები და სტრატეგიები, როგორც ამიერკავკასიურ ასევე ცენტრალურ აფრიკის ქვეყნების მიმართულებით.
Weichai სპეციალიზდება მაღალი ხარისხის ძრავებში, სატრანსპორტო ტექნიკასა და ენერგეტიკულ გადაწყვეტილებებში. ის გლობალური მოთამაშეა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა დიზელისა და აირის ძრავები, აკუმულატორები, ელექტროძრავები და ჭკვიანი ენერგოსისტემები.
Weichai – ფოკუსირებულია შემდეგ მიმართულებებზე:
- დიზელის, აირის და ჰიბრიდული ძრავები და შესაბამისი გენერატორები;
- ინდუსტრიული, სარკინიგზო, საზღვაო და აგრარული დანიშნულების ძრავები;
- მაღალთერმული ეფექტურობის (>53%) ძრავები;
- ლითიუმ-იონური და Blade ტიპის აკუმულატორები;
- წყალბადის საწვავის ელემენტები (Fuel Cell Systems);
- სატვირთო ავტომობილები, ავტობუსები და მათი შასის სისტემები;
- Forklift-ები, ლოჯისტიკური და სამრეწველო ავტომატიზაცია;
- ჭკვიანი დიაგნოსტიკა და დისტანციური მართვა;
- სანაოსნო ენერგოსისტემები.
LTG Holding-სა და Weichai -ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ამიერკავკასიის და ცენტრალური აფრიკის ქვეყნებში ერთობლივი ოფისების და საგამოფენო დარბაზების მოწყობას.