UBTECH Robotics-ის ვიცე პრეზიდენტის სტუმრობა LTG Holding-ის მმართველ გუნდთან

LTG Holding-ის სათაო ოფისს ორ დღიანი ვიზიტით მსოფლიოში წამყვანი ჰუმანოიდური რობოტიკის UBTECH Robotics მწარმოებელი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ლიუ ჯირანი ესტუმრა.

UBTECH Robotics  წარმოადგენს მსოფლიოში ლიდერ კომპანიას – ინოვაციური ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის სფეროში, რომლის წარმოებული რობოტები ადამიანის ფორმასა და უნარებს უფრო და უფრო უახლოვდება, მათ შორის არის Walker სერია, რომელიც მოქნილი მოძრაობის უნარებით და მრავალფეროვანი ფუნქციებით გამოირჩევა.

UBTECH Robotics-ის ძირითადი მიმართულებები არის:

  • ჰუმანოიდური რობოტიკა: რობოტები, რომლებიც დამოუკიდებლად გადაადგილდებიან, ურთიერთობენ ადამიანებთან და ასრულებენ სხვადასხვა დავალებებს;
  • საგანმანათლებლო რობოტიკა: ბავშვებისთვის და სტუდენტებისთვის განკუთვნილი პროგრამირებადი რობოტები;
  • სერვისული რობოტიკა: რობოტები, რომლებიც გამოიყენება ოფისებში, სასტუმროებში და სხვა სერვის სექტორში ვიზიტორების დასახვედრად;
  • კვლევა და განვითარება (R&D): თანამშრომლობა წამყვან უნივერსიტეტებთან და ტექნოლოგიურ ცენტრებთან.

 

მხარეებმა შეხვედრის ფარგლებში განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები ჰუმანოიდური რობოტიკის, ინდუსტრიული ავტომატიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.

LTG Holding-ის მიზანია უახლესი რობოტიკის და AI ტექნოლოგიების დანერგვა ამიერკავკასიის და ცენტრალური აფრიკის ქვეყნებში, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის კონკურენტუნარიანობას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს პარტნიორებისთვის, თანამშრომლებისთვის და მომხმარებლებისთვის.