საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალს კიდევ ერთი საერთაშორისო დაინტერესება მოჰყვა. დღეს LTG Holding – ის ანკარას ოფისის ხელმძღვანელი რაულ კახაძე და შვეიცარიაში ცნობილი ბანკირი, უძრავი ქონების სფეროში გამოცდილებით გამორჩეული ბიზნესმენი აიჰან აქმანი LTG Holding – ის თბილისის სათაო ოფისს ესტუმრნენ, სადაც მმართველ გუნდთან ერთად საინვესტიციო პროექტები განიხილეს.
ოფიციალური შეხვედრა გაიმართა საქართველოს პრეზიდენტთან – ბატონ მიხეილ ყაველაშვილთან, სადაც მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს ქვეყნის ბიზნეს კლიმატზე, უცხოური ინვესტიციების სამართლებრივ და ფინანსურ უსაფრთხოებაზე, ასევე პერსპექტიულ სექტორებზე, მათ შორის უძრავი ქონების განვითარებაზე.
შეხვედრის მთავარ თემად განისაზღვრა შვეიცარიული კაპიტალით შესაძლო სტრატეგიული ინვესტიციების განხორციელება საქართველოში — როგორც რეალური აქტივების, ისე ფინანსურ ტექნოლოგიების მიმართულებით.
ოფიციალური გარემო და საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკის ფონზე გამართული შეხვედრა ხაზს უსვამს ქვეყნის მზაობას, გახდეს მაღალი დონის საერთაშორისო პარტნიორებისთვის სანდო პლატფორმა.