LTG Holding-ის მოწვევით, საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ ცნობილი თურქული კომპანია HK ENDÜSTRİ ENERJİ -ის ხელმძღვანელი პირები.
მხარეებმა განიხილეს ამიერკავკასიის რეგიონში, განაწილების და გადაცემის ქსელის საშუალო და მაღალი ძაბვის (110 კვ და ზემოთ) საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზების რეკონსტრუქციის პროექტირებისა და მშენებლობის საკითხები. აღნიშნული ითვალისწინებს საჰერო ელექტრო გადამცემი ხაზების საკაბელო ხაზებით ჩანაცვლებას, ასევე საჰაერო ხაზების კონფიგურაციის ცვლილებას.
ელექტროგადამცემ ხაზებთან დაკავშირებული საკითხების გარდა, საუბარი შეეხო საშუალო და მაღალი ძაბვის ქვესადგურების მოწყობა-მშენებლობას და შესაბამისი მომსახურე ლაბორატორიის მოწყობას, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი იქნება რეგიონში.
შეხვედრების შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ, თბილისში ერთობლივი რეგიონალური ოფისის, სასწავლო ცენტრის და კვლევითი ლაბორატორიის დაფუძნების შესახებ.
მხარეებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმადაც პარტნიორობის აქტიური ფაზა 2025 წლის ივნისის თვიდან დაიწყება.