ქალაქ შენჟენში, LTG Holding-ის და ჩინური კომპანია Hangzhou Yansu New Energy Technology-ის ხელმძღვანელმა პირებმა განიხილეს თბილისის და კოპიტნარის რეგიონალური სავაჭრო და სამრეწველო ჰაბების განვითარების ერთობლივი პროექტი.
ინიციატივა მიზნად ისახავს თანამედროვე ინფრასტრუქტურის, სასაწყობე, სატრანსპორტო და ინდუსტრიული კომპლექსების შექმნას, რომელიც გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკურ, ლოჯისტიკურ და სამრეწველო შესაძლებლობებს.
თბილისის და კოპიტნარის რეგიონალური სავაჭრო და სამრეწველო ჰაბების განვითარება საშუალებას მისცემს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, მიიღონ მეტი შესაძლებლობა წარმოების, გადამუშავებისა და ექსპორტ-იმპორტის მიმართულებით.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ინოვაციური ტექნოლოგიებისა და თანამედროვე მართვის მოდელების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს მაღალი სტანდარტების შესაბამისი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას.
თანამშრომლობა ითვალისწინებს გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკური აქტივობის ზრდას შეუწყობს ხელს.
აღნიშნული ინიციატივა საქართველოს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გახდეს რეგიონალური სავაჭრო და სამრეწველო ჰაბი, რომელიც საერთაშორისო ბიზნესსა და ინვესტორებს დამატებით სანდოობასა და პერსპექტივას შესთავაზებს.