დაასკანერე თბილისი, ისტორიები უთქმელი რომ არ დარჩეს

ძველ თბილისში სეირნობის დროს უამრავ ისტორიულ შენობას გადააწყდები, რომელთა კედლებიც საინტერესო ამბებს ინახავს. ისტორიები უთქმელი რომ არ დარჩეს, 187 ასეთ ძეგლზე QR-კოდიანი ფირნიშები განთავსდა. კოდის დასკანერებით შესაძლებელია შენობის შესახებ საინტერესო ინფორმაციის მიღება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

დაასკანერე თბილისი პირველი მცდელობაა, გაციფრულდეს და მაქსიმალურად მარტივი გახდეს  კულტურულ მემკვიდრეობაზე ინფორმაციის მიღება.

SOLARTIA Grup-მა „სილქნეტთან“ ერთად პროექტი „SCANTBILISI – დაასკანერე თბილისი“ თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.  მხარდაჭერით  კულტურული მემკვიდრეობის 187 ძეგლზე განთავსდა QR-კოდი.

ამ პროექტის ვებგვერდია https://www.scantbilisi.ge/ka

დაინტერესებული ხარ პროექტით?