2025 წლის მარტის თვეში LTG Holding-ის ხელმძღვანელების მოწვევით, ჩინური კომპანია GoldCard–ის ხელმძღვანელი პირები საქმიანი ვიზიტით სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოში.
GoldCard წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კომპანიას, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მომსახურების სფეროში.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის დანერგვის შესაძლებლობები, კერძოდ:
- გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებისათვის (წყალი, ელექტროენერგია და გაზი) უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა, მათ შორის ჭკვიანი მრიცხველები და შესაბამისი მომსახურებები, რაც საყოფაცხოვრებო და კომერციული სექტორებისთვის მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს.
- მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტურობის გაზრდის ალტერნატივები, რაც გულისხმობს ენერგეტიკული ობიექტებისა და გენერაციის სისტემების თანამედროვე დანადგარებითა და ტექნოლოგიური სერვისებით აღჭურვას.
შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ საქართველოში LTG Holding-ისა და GoldCard-ის ერთობლივი რეგიონული ოფისის და სასწავლო/კვლევითი ცენტრის დაფუძნების შესახებ, რომელიც მოემსახურება ამიერკავკასიის, აღმოსავლეთ ევროპის და შუა აზიის ქვეყნებს.
გარდა ამისა, LTG Holding-სა და GoldCard-ს შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო პარტნიორობის აქტიური ფაზა 2025 წლის აპრილიდან დაიწყება.