LTG Holding და ჩინური კომპანია SRPTR ოფიციალური პარტნიორები გახდნენ

სამ დღიანი ვიზიტით  LTG Holding-ის ჰონგ კონგისა და ჟენჟოუს ოფისების ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ სტუმრად მსოფლიოში წამყვანი ჩინური კომპანიის SRPTR – Raytheon Optoelectronics Technology Research Center მიერ დაფუძნებულ კვლევით ცენტრში.

SRPTR სპეციალიზებულია ოპტოელექტრონიკის მიმართულებით, რომელიც შედის China Resound Technology Company-ის შემადგენლობაში და ფოკუსირებულია ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებაზე – ოპტოელექტრონიკის, სენსორული სისტემებისა და მოწინავე ტექნოლოგიების სფეროებში. ცენტრი ახორციელებს კვლევით საქმიანობას ოპტოელექტრონიკის დარგში, რათა შექმნას ახალი მასალები და მოწყობილობები, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიაში გამოიყენება.

ძირითადი მიმართულებები:

  • ოპტიკური და ელექტრონული სისტემების წარმოება – ოპტიკური სენსორები, ინფრაწითელი და რადიოფრეკვენტული სისტემები, რომლებიც გამოიყენება თავდაცვისა და კოსმოსური ტექნოლოგიების სფეროში.
  • მაღალტექნოლოგიური სისტემების შემუშავებარომელთა შორის არის ჰიპერსონიკური ტექნოლოგიები, რადარები, სენსორები და სხვა მოწინავე ტექნოლოგიური გადაწყვეტები.
  • ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნა რომლებიც აუმჯობესებს ოპტოელექტრონული სისტემების ეფექტურობასა და ფუნქციონალურ შესაძლებლობებს.

 

სამომავლო გეგმები

SRPTR-ის სტრატეგიული მიზნები მოიცავს ელექტროფიცირებულ და ჰიბრიდულ სისტემებზე მუშაობას, რაც ხელს შეუწყობს უფრო მდგრადი და ეფექტიანი ტექნოლოგიური პლატფორმების განვითარებას.

LTG Holding-სა და SRPTR-ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ამიერკავკასიის რეგიონში ერთობლივი ოფისის და საგამოფენო დარბაზის მოწყობას.

LTG Holding-სა და SRPTR-ს შორის პარტნიორობა ქმნის ძლიერ სინერგიას — ერთ მხარეს გააჩნია რეგიონის ბაზრის ცოდნა, ოპერაციული შესაძლებლობები და ბიზნესკავშირები (LTG Holding), ხოლო მეორე მხარეს — ტექნოლოგიური კომპეტენცია, კვლევისა და ინოვაციების პოტენციალი (SRPTR).