LTG Holding-ის მმართველი გუნდის პირველი ოფიციალური შეხვედრა გვინეის სახელმწიფო და ბიზნეს სექტორთან

LTG Holding-ის ვიცე პრეზიდენტის და კონაკრის ოფისის ხელმძღვანელის კანის კომარა დიანის ხელმძღვანელობით გაიმართა პირველი ოფიციალური შეხვედრა გვინეის სახელმწიფო და ბიზნეს სექტორთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ:

  • კანის კომარა დიანიLTG Holding-ის ვიცე-პრეზიდენტი და კონაკრის ოფისის ხელმძღვანელი;
  • ანტონ მედოვაროვიLTG Holding-ის ვიცე-პრეზიდენტი და ჰონგ-კონგის ოფისის ხელმძღვანელი;
  • . ისმაელ ნაბე – გვინეის რესპუბლიკის საერთაშორისო ურთიერთობების მინისტრი;
  • მადამ ტურე – გვინეის რესპუბლიკის საერთაშორისო ურთიერთობების მინისტრის მოადგილე;
  • ვანგ გუანგრუნი – ბიზნესმენი (Londian Wason New Energy Tech. Inc., Lingbao Gold Group Ltd., Shenzhen Londian Electrics Co. Ltd. კომპანიების მფლობელი).

 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ენერგეტიკული სექტორის განვითარების პერსპექტივები, განსაკუთრებული აქცენტები გააკეთეს სამრეწველო ენერგომომარაგების სისტემების გაუმჯობესებასა და განახლებადი ენერგიების წყაროების განვითარებაზე გვინეაში და ცენტრალური აფრიკის ქვეყნებში.

LTG Holding-ის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ჩაერთონ ისეთ პროექტებში, რომლებიც მიზნად ისახავს მწვანე ენერგიის წყაროების ათვისებას და ეკოლოგიურად მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნას.