2025 წლის თებერვლის თვეში, გვინეის რესპუბლიკის მთავრობის მიწვევით LTG Holding – ის წარმომადგენლობითი დელეგაცია იმყოფებოდა ცენტრალურ აფრიკაში, გვინეის რესპუბლიკაში, სადაც გამართეს საქმიანი შეხვედრები გვინეის რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლების პირველ პირებთან, კერძოდ, პრემიერ მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ენერგეტიკის ნაციონალურ დირექტორთან და ადგილობრივ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე განიხილეს გვინეის რესპუბლიკაში განახლებადი ენერგიების ათვისების და ქვანახშირის თბოსადგურის პროექტის განხორციელების პოტენციალი, ასევე განიხილეს ბუნებრივი (ფერადი ლითონები და ძვირფასი ქვები) რესურსების ერთობლივად მოპოვების, გადამუშავების და ექსპორტზე გაგზავნის შესაძლებლობები.
საუბრები შეეხო ორ ქვეყანას შორის ბიზნესისა და დიპლომატიური თანამშრომლობის გაძლიერებას.
ახლო მომავალში დაგეგმილია მსგავსი აქტივობები გვინეაში და აფრიკის სხვა ქვეყნებში.