LTG Holding-ის დელეგაცია პეკინის – WGC 2025 საერთაშორისო ენერგეტიკულ კონგრესზე

ჩინეთის დედაქალაქში – პეკინში, გაიმართა 29-ე საერთაშორისო ენერგეტიკული კონგრესი WGC 2025, რომელსაც მსოფლიოში წამყვანი ენერგეტიკული კომპანიების და LTG Holding-ის დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

კონგრესზე განიხილეს შემდეგი ძირითადი საკითხები:

• ბუნებრივი გაზის მოპოვება;
• ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება;
• ბუნებრივი გაზის შენახვა;
• ბუნებრივი გაზის მიწოდება;
• განახლებადი გაზების (Renewable gases – Biomethane) გამოყენების ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა;
• გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოება და მიწოდების ჯაჭვები;
• კლიმატური ცვლილებების მდგრადობა და მართვის სტრატეგიები;
• რეგულაციების პოლიტიკა და საინვესტიციო გარემოებები.

WGC 2025-ში მონაწილეობით LTG Holding-მა შეიძინა საერთაშორისო გამოცდილება და დაამყარა სტრატეგიული ურთიერთობები მსოფლიოს წამყვან ენერგეტიკულ კომპანიებთან.

ფორუმზე მიღებული გამოცდილებისა და პარტნიორული კავშირების საფუძველზე, LTG Holding ვითარდება სანდო პარტნიორად ამიერკავკასიისა და ცენტრალური აფრიკის ქვეყნებისათვის, სადაც ენერგეტიკულ სექტორს ესაჭიროება ინოვაციური მიდგომები და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ეფექტური ინტეგრაცია.

LTG Holding – ის მიზანია გახდეს ტექნოლოგიური ხიდი რეგიონებისათვის, სადაც ენერგეტიკული განვითარება საჭიროებს ინოვაციურ მიდგომებს და გლობალურ პარტნიორობას.