ჩინელი წამყვანი ბიზნესმენების მოწვევით LTG Holding-ის დამფუძნებლები და მმართველი გუნდის წევრები ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრნენ ჩინეთში (ჰონგ-კონგი, შენჟენი, ნანჯინგი, ურუმჩი) სადაც უნდა განიხილონ ამიერკავკასიის რეგიონში მსხვილი საინვესტიციო პროექტების დაფინანსების შესაძლებლობები.
შეხვედრების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამრეწველო, ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული მიმართულებების განვითარებას, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას.
მხარეები განიხილავენ გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების პერსპექტივებს, რაც ხელს შეუწყობს ამიერკავკასიის რეგიონში ეკონომიკური და საინვესტიციო გარემოს გაძლიერებას.
აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს LTG Holding-ის მზარდ როლს საერთაშორისო ბიზნესთან თანამშრომლობისა და მასშტაბური ინვესტიციების მოზიდვის პროცესში.
LTG Holding-ის მისიაა, ხელი შეუწყოს საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის პოზიციონირებას და თანამედროვე ეკონომიკური შესაძლებლობების სრულფასოვან გამოყენებას.