LTG Holding-ის და G7-ის დამფუძნებლების ოფიციალური შეხვედრები ჰონგ-კონგსა და შენჟენში

LTG Holding-ის დამფუძნებელი პირები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ჩინეთში, სადაც ოფიციალური შეხვედრები გამართეს წამყვანი ჩინური კომპანიების დამფუძნებელ და ხელმძღვანელ პირებთან.

ერთერთი მთავარი შეხვედრა გაიმართა წამყვანი ჩინური კომპანია G7ის ცენტრალურ ოფისში.

G7 წარმოადგენს ჩინეთის წამყვან IoT (Internet of Things) და SaaS (Software as a Service) კომპანიას, რომელიც სატვირთო გადაზიდვების (road freight transport) სექტორს ემსახურება სხვდასხვა ფუნქციებით — მონაცემთა შეგროვება და ანალიზი, ოპერაციების მართვა, ტრანზაქციები და ა.შ.

G7 იყენებს ინტერნეტ-დაფუძნებულ ტექნოლოგიებს (IoT) და ციფრულ პლატფორმებს (SaaS), რათა უზრუნველყოს სატვირთო გადაზიდვების ოპერაციების სრული ციფრული მართვა. ამ ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია რეალურ დროში მონიტორინგი და ანალიზი, რაც ზრდის ოპერაციების ეფექტიანობას და უსაფრთხოებას.

IoT მოწყობილობები მოიცავს:

  • GPS და სატელიტური თვალთვალის სისტემები: მოწყობილობები, რომლებიც უზრუნველყოფენ სატვირთო საშუალებების ადგილმდებარეობის და მოძრაობის რეალურ დროში მონიტორინგს.
  • სენსორები: მოწყობილობები, რომლებიც აკონტროლებენ სხვადასხვა პარამეტრებს, როგორიცაა ტემპერატურა, ტენიანობა, წნევა და სხვა, რაც მნიშვნელოვანია ცივი ჯაჭვის და სხვა მგრძნობიარე ტვირთების გადაზიდვისას.
  • ვიდეოკამერები და უსაფრთხოების სისტემები: მოწყობილობები, რომლებიც უზრუნველყოფენ მძღოლების ქცევის და სატვირთო საშუალებების უსაფრთხოების მონიტორინგს.

 

SaaS  სერვისები მოიცავს:

  • ტვირთის მართვის სისტემა: მოწყობილობები და პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ეხმარება ტვირთების მართვაში, მათ შორის ტრანსპორტირების, საწყობის და დისტრიბუციის პროცესებში.
  • უსაფრთხოების მართვის სისტემა: პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც უზრუნველყოფს სატვირთო საშუალებების და მძღოლების უსაფრთხოების მონიტორინგს და მართვას.
  • ფინანსური და ტრანზაქციული სერვისები: პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსური ოპერაციების, როგორიცაა გადახდები, ანგარიშგება და სხვა, ციფრულ მართვას.
  • დაზღვევის და ენერგიის მენეჯმენტი: მოწყობილობები და პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ეხმარება ენერგიის მოხმარების და დაზღვევის პროცესების მართვაში.

 

G7თან თანამშრომლობა ნიშნავს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ, სრულად ციფრულ ლოჯისტიკურ მართვას. კომპანიის IoT მოწყობილობები და SaaS პლატფორმა უზრუნველყოფს სატვირთო ფლოტის, ტვირთისა და ფინანსური ოპერაციების გამჭვირვალე კონტროლს ერთიან სისტემაში, რაც ხელს უწყობს უსაფრთხოებისა და სანდოობის ზრდას, ამცირებს დანაკარგებს და აჩქარებს ბიზნეს პროცესებს. G7 წარმოადგენს სტრატეგიულ პარტნიორს, რომელიც ლოჯისტიკურ კომპანიებს ეხმარება ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანი და მდგრადი გახდნენ.

LTG Holding და G7 გეგმავენ საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც ითვალისწინებს ამიერკავკასიისა და ცენტრალური აფრიკის ქვეყნებში  ერთობლივი ოფისების გახსნას, რომელიც მოემსახურება  ინტერნეტ-დაფუძნებულ ტექნოლოგიებს (IoT) და ციფრულ პლატფორმებს (SaaS), რათა უზრუნველყოს სატვირთო გადაზიდვების ოპერაციების სრული ციფრული მართვა.

სხვა სიახლეები

ინფრასტრუქტურული პროექტები, საინვესტიციო პროექტები

აგვისტო 23, 2025

ენერგეტიკული პროექტები, ინოვაციური პროექტები, ინფრასტრუქტურული პროექტები, საინვესტიციო პროექტები

აგვისტო 18, 2025