LTG Holding და ტექნოლოგიური გიგანტი Hikvision ოფიციალური პარტნიორები გახდნენ

LTG Holding-ის ჰონგ-კონგისა და ჟენჟოუს ოფისების ხელმძღვანელი პირები სამ დღიანი ვიზიტით სტუმრად იმყოფებოდნენ ტექნოლოგიური გიგანტის Hikvision  (Hangzhou Hikvision Digital Technology ) – ის მმართველ გუნდთან.

Hikvision  არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ვიდეო მეთვალყურეობისა და ინტელექტუალური უსაფრთხოების ტექნოლოგიების მწარმოებელი, რომელიც გამოირჩევა მოწინავე ტექნოლოგიური ინოვაციებით, ფართო პროდუქტის პორტფელითა და გლობალური მასშტაბის ოპერაციებით.

Hikvision მთლიანად ცვლის უსაფრთხოების ინდუსტრიის ლანდშაფტს  ვიდეო მეთვალყურეობიდან ჭკვიან ქალაქებამდე და ინდუსტრიულ ავტომატიზაციამდე,  ორიენტირებულია მაღალტექნოლოგიურ განვითარებაზე და გლობალურ გაფართოებაზე.

Hikvisionის საქმიანობის სფერო მოიცავს:

  • ვიდეო მეთვალყურეობ

ანალოგურ და IP კამერებ, ვიდეოჩამწერი მოწყობილობების, სერვერების, მონიტორინგის პროგრამული უზრუნველყოფისა და ღრუბლოვანი პლატფორმების წარმოება.

  • ჭკვიანი უსაფრთხოებ

წვდომის კონტროლის, სიგნალიზაციის, ვიდეო ინტერფონის, რადარების და თერმული კამერების წარმოება.

  • AIoT და ინდუსტრიული ავტომატიზაცი

AIoT (ხელოვნური ინტელექტისა და ინტერნეტ ნივთების ინტეგრირებული სისტემებს)  ხმოვანი ანალიზის, ობიექტების ამოცნობის, მოძრაობის დეტექციის და ჭკვიანი ქალაქის გადაწყვეტილებების სისტემების წარმოება.

LTG Holding და Hikvision გეგმავენ საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი წარმომადგენლობებისა და ტექნოლოგიური დემოსივრცეების შექმნას ამიერკავკასიისა და ცენტრალური აფრიკის რეგიონებში. თანამშრომლობა არა მხოლოდ კომერციულ მიზნებს, არამედ ტექნოლოგიური ცოდნის ლოკალიზაციასა და გრძელვადიანი საინვესტიციო გარემოს შექმნას ემსახურება.

ერთობლივი ხედვა უსაფრთხო მომავლისთვის — სწორედ ეს პრინციპი გვაერთიანებს და გვაძლევს სტიმულს, ერთად ვიმუშაოთ რეგიონულ განვითარებაზე, ინოვაციებზე და გლობალურ მასშტაბზე გათვლილ პროექტებზე“  აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.