LTG Holding და Media Façade ოფიციალური პარტნიორები გახდნენ

LTG Holding-მა მორიგი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორობა დაამყარა და ოფიციალურად გახდა წამყვანი ჩინური კომპანიის Media Façade-ის (media-facade.net) ექსკლუზიური წარმომადგენელი ამიერკავკასიის რეგიონში.

ჩინეთში, ქალაქ დონგუანში, მხარეებმა  გრძელვადიანი თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

Media Façade წარმოადგენს LED სისტემების, სმარტ ფასადების, არქიტექტურული განათებებისა და ციფრული ვიზუალიზაციის ლიდერ მწარმოებელს მსოფლიო მასშტაბით. 

აღნიშნული პარტნიორობა მნიშვნელოვნად გაზრდის არქიტექტურაში თანამედროვე ციფრული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობას, რაც მორიგი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება რეგიონის მასშტაბით.