LTG Holding-ის ჰონგ-კონგის, შენჟენის და ჟენჟოუს ოფისების ხელმძღვანელი პირები სტუმრად იმყოფებოდნენ კაბელების მწარმოებელ Henan Tong-Da Cable Co-ს მმართველ გუნდთან.
Henan Tong-Da Cable Co წარმოადგენს კაბელების მწარმოებელ უმსხვილეს ჩინურ კომპანიას, აწარმოებს მაღალი ხარისხის მავთულებს, ელექტროკაბელებსა და გამტარებს, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ენერგეტიკულ ქსელებში, სატრანსპორტო სისტემებში, ინდუსტრიულ ობიექტებსა და სამშენებლო სექტორში.
მოცემულობები, R&D და ხარისხის სტანდარტები:
- საკუთარი კვლევითი ლაბორატორია;
- სერტიფიცირებულია ISO 9001, ISO 14001, OHSAS 18001 სტანდარტებით;
- აკმაყოფილებს როგორც ჩინურ (GB), ისე საერთაშორისო (IEC, ASTM, BS და სხვა) სტანდარტებს.
მხარეებმა გააფორმეს სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთობლივი რეგიონალური წარმომადგენლობების დაფუძნება ამიერკავკასიისა და ცენტრალური აფრიკის ქვეყნებში. ინიციატივა ასახავს ორივე კომპანიის მიზანს – გააძლიერონ კომერციული და ტექნოლოგიური კავშირები გლობალური მასშტაბით, ხელი შეუწყონ თანამედროვე, მაღალი სტანდარტის კაბელური და ელექტროინფრასტრუქტურის დანერგვას ახალ და მზარდ ბაზრებზე.