LTG Holding ენერგეტიკის და ელექტრომომარაგების სფეროში ლიდერი SDEE ჯგუფის ოფიციალური პარტნიორი გახდა

LTG Holding-ის ჰონგ-კონგისა და ჟენჟოუს ოფისების ხელმძღვანელი პირები სტუმრად იმყოფებოდნენ ენერგეტიკისა და ელექტრომომარაგების სფეროში უმსხვილესი სამრეწველო ჯგუფის SDEE (SHANDONG ELECTRICAL ENGINEERING & EQUIPMENT GROUP CO. LTD www.sddgdq.cn) ხელმძღვანელ პირებთან.

SDEE სპეციალიზდება ენერგეტიკისა და ელექტრომომარაგების სფეროში მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებებისა და სისტემების შექმნაში, წარმოებასა და ინტეგრირებულ მომსახურებაში შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

  • მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორებ წარმოება;
  • ±800 kV კონვერტერულტრანსფორმატორებსა და რეაქტორების წარმოება;
  • GIS სისტემებისა და ჭკვიანი მოწყობილობების წარმოება;
  • საშუალო და მაღალი ძაბვის კაბელების წარმოება;
  • 1000 KV – მდე გადამცემი კაბელების წარმოება;
  • 500 KV – მდე მიწისქვეშა კაბელების წარმოება;
  • ელექტრომობილების ინოვაციური დამმუხტველების წარმოება;
  • OEM & ODM ტექნოლოგიების წარმოება;
  • სტანდარტული AC სადგურების და სწრაფი  DC დამმუხტველების წარმოება;
  • ფოლადის წარმოება;
  • გადამცემი კოშკების წარმოება;

 

LTG Holding – სა და  SDEE – ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი წარმომადგენლობებისა და საგამოფენო სივრცეების შექმნას ამიერკავკასიისა და ცენტრალური აფრიკის რეგიონებში. მემორანდუმი წარმოადგენს სტრატეგიული თანამშრომლობის დასაწყისს და მიზნად ისახავს ტექნოლოგიური რესურსების, ინოვაციური გადაწყვეტილებებისა და მაღალხარისხიანი ელექტროინჟინრული პროდუქტების პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე. აღნიშნული ინიციატივა გააძლიერებს ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ კავშირებს რეგიონებს შორის, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას და ახალ შესაძლებლობებს შექმნის როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორისათვის.

იხილეთ SDEE და LTG Holding – ის პრეზენტაცია