ჰოლანდიური კომპანიები ვადენის ზღვის რეგიონში მოქცევის ენერგიის განსავითარებლად ინვესტიციებს ზრდიან

აქამდე ნიდერლანდებში მდგრადი ელექტროენერგიის გამომუშავება ძირითადად მზის პანელებით და ქარის ტურბინებით ხდებოდა.

ორმა ჰოლანდიურმა კომპანიამ მიიღო 2 მილიონ ევროზე მეტი თითო-თითო ვადენის ზღვის რეგიონში მოქცევის ენერგიის პროექტების განვითარებისთვის.

Equinox გამოიყენებს მიღებულ 2,4 მილიონ ევროს 2025 წლისთვის წინასწარი ტურბინის შესაქმნელად  და კიდევ უფრო გაზრდის თავის ძალისხმევას განახლებადი  ენერგიის მოპოვების კუთხით. 

პიტერ დე ჰასმა, Equinox-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თქვა: ”ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საზღვაო ენერგეტიკის სექტორის კომერციულ რეალობად ქცევისკენ”.

Equinox-მა პირობა დადო, რომ მოახდინს რევოლუციას ენერგეტიკის სექტორში თანმიმდევრული და საიმედო ენერგიის წყაროს მიწოდებით.

მეორე კომპანიას, Seaqurent-ს, გადაეცა 2,5 მილიონი ევრო, რათა კიდევ უფრო განავითაროს გენერატორები, რომლებიც განლაგებულია ზღვის ფსკერზე. ეს არის მრავალფრთიანი დიზაინი, რომელიც საშუალებას აძლევს სადგურს დაიჭიროს მეტი ენერგია, ვიდრე ჩვეულებრივი მოქცევის ტექნოლოგიები, რაც შესაძლებელს ხდის მის განლაგებას გლობალურად სხვადასხვა ადგილას. ის ამელანდის სამხრეთ-დასავლეთით ამოქმედდება.

ზღვაში დენი, ადიდებული დინების შედეგად, გარდაიქმნება ელექტროენერგიად. თუმცა, იმისთვის, რომ მოქცევის ენერგია მომგებიანი იყოს, მთელი პარკი უნდა აშენდეს ზღვის ფსკერზე, ისევე როგორც ოფშორული ქარის დროს.

ევროპული კომპანიები, მათ შორის Equinox და Seaqurrent, ამჟამად პასუხისმგებელნი არიან მსოფლიო ოკეანის ენერგეტიკული სიმძლავრის 70%-ზე.

ენერგეტიკული მეურნეობები, რომელთა აშენებას კომპანიები გეგმავენ, შეიძლება დაეხმაროს ევროკავშირის მიერ დასახული მიზნის მიღწევაში, რათა შეიქმნას ოკეანის ენერგეტიკული მეურნეობები, რომლებსაც შეუძლიათ 2027 წლისთვის 100 მეგავატის გამომუშავება, 2050 წლისთვის კი  40 გიგავატამდე ასვლაც კი შეიძლება.