LTG Holding-ის სამეწარმეო საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება არის ინოვაციური და განახლებადი ენერგიების პროექტების დაგეგმარება, მშენებლობა და ოპერირება, რომელიც აქტიურად ხორციელდება, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.
LTG Holding – ის მიერ უცხოელ პარტნიორებთან ერთად განხორციელებული ალტერნატიული ენერგიების პროექტები წარმატებით ოპერირებს ისრაელსა და შუა აზიის ქვეყნებში.
2024 წლის ბოლოდან საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით LTG Holding-ის მიერ დაწყებულია ჯამურად 100 მეგავატამდე სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების მშენებლობა შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, ასევე მიმდინარეობს კომბინირებული ციკლის გაზზე მომუშავე სხვადასხვა ტექნოლოგიის თბო ელექტროსადგურების პროექტების შესწავლა-დამუშავება.